იტალიაში სასკოლო ავტობუსის დაწვის ფაქტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
იტალიაში, მილანთან ახლოს მომხდარი ინციდენტის შესახებ ახალი ვერსია ვრცელდება.
„გარდიანის“ ინფორმაციით, სკოლის ავტობუსიდან, რომელიც მძღოლმა დაწვა, მოსწავლეები პოლიციამ გამოიყვანა. მათ ეს ტრანსპორტისთვის ცეცხლის მოკიდებამდე შეძლეს. ერთ-ერთმა მოსწავლემ პოლიციაში დარეკვა მოასწრო.
შემთხვევის დროს ქალაქ კრემონადან ლომბარდიის მიმართულებით ბავშვები ავტობუსით ექსკურსიაზე მიდიოდნენ.
47 წლის მძღოლი დაკავებულია. ის სენეგალიდან არის. აღნიშნული პირი მანამდე გატაცების ბრალდებით იყო დაკავებული.
ჯერ უცნობია, რა მოტივით გადაწვა მძღოლმა ავტობუსი.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ყვიროდა, რომ ხმელთაშუა ზღვაში სიკვდილი უნდა შეჩერდეს, რაშიც მიგრანტების დაღუპვას გულისხმობდა.
ამასთან, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მძღოლმა ბავშვები ავტობუსიდან თავად გადმოიყვანა და ტრანსპორტი შემდეგ დაწვა.