იტალიაში სამედიცინო პერსონალისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო გახდა
იტალიაში სამედიცინო პერსონალისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო გახდა

იტალიაში სამედიცინო პერსონალისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო გახდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც იუწყებიან, შესაბამის განკარგულებას ხელი იტალიის მთავრობის მეთაურმა, მარიო დრაგიმ მოაწერა. დოკუმენტის თანახმად, აცრის გაკეთება სავალდებულოა სამედიცინო პერსონალისა და ფარმაცევტებისთვის. მათ, ვინც უარს იტყვიან აცრაზე, ერთი წლის განმავლობაში ხელფასს არ გადაუხდიან.

„ახალი რეგულაციის მიზანია, დავიცვათ რაც შეიძლება მეტი სამედიცინო პერსონალი, რომელთაც სახიფათო გარემოში მუშაობა უწევთ“, – ნათქვამია იტალიის მთავრობის განკარგულებაში.

ამასთან, ერთად მთავრობის ბრძანება ადგენს სამართლებრივი ნორმას, რომელიც ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო პერსონალს დაიცავს. ამ ნორმის მიღება მას შემდეგ გადაწყდა, რაც სიცილიაზე აცრის შემდეგ მოქალაქის გარდაცვალების გამო ექიმების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

იტალიაში ამ ეტაპზე აცრილია 10 მილიონი ადამიანი. მიუხედავად ამისა,ბოლო თვის განმავლობაში ვირუსის რაოდენობა და „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. შედეგად, მთავრობამ კვლავ გაამკაცრა კოვიდშეზღუდვები.