იტალიაში სამ ტონამდე ქართული ლოკოკინის პირველი პარტიის ექსპორტი განხორციელდა
იტალიაში სამ ტონამდე ქართული ლოკოკინის პირველი პარტიის ექსპორტი განხორციელდა

ევროკავშირის ბაზარზე ქართული ლოკოკინის ექსპორტი დაიწყო – იტალიაში სამ ტონამდე ქართული ლოკოკინის პირველი პარტია გავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით, საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელოვანი წილი ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვებაზეა ორიენტირებული.

„დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია ქართული თაფლის (2016 წლიდან), შავი ზღვის ქაფშიის (2017 წლიდან), შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების (2020 წლიდან) და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (ტყავი, მატყლი) ექსპორტი“, – აცხადებენ სამინისტროში.