იტალიაში საკარანტინო რეჟიმი 3 მაისამდე გახანგრძლივდა
იტალიაში საკარანტინო რეჟიმი 3 მაისამდე გახანგრძლივდა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ საკარანტინო რეჟიმი 3 მაისამდე გაახანგრძლივა. თუმცა, ზოგიერთ სავაჭრო ობიექტს, რომლებიც ქვეყანაში 12 მარტიდან დახურულია, გახსნის უფლებას მისცემენ.

პრემიერის თქმით, ასეთ ობიექტებს შორის იქნება წიგნებისა და საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიები, თუმცა როგორც ადგილობრივ მედიაში ვარაუდობენ, გახსნის ნებას დართავენ ასევე სამრეცხაოებსა და მომსახურების სფეროში წარმოდგენილ სხვა ობიექტებს.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 102 253 ადამიანია ინფიცირებული, მათგან დაღუპულია 19 899, ვირუსისგან 35 000-მდე პაციენტი განიკურნა.