იტალიაში ქურდობაში ბრალდებული ქართველი დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, 41 წლის მამაკაცი ქალაქ მატერაში ერთ-ერთი კერძო სახლის გაქურდვის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ბოროტმოქმედმა თანამზრახველთან ერთად შეაღწია სახლში და ძვირფასეულობა მოიპარა.
ქურდობაში ბრალდებულების პოვნა პოლიციამ მანქანის სანომრე ნიშნის საშუალებით შეძლო.
დაკავების დროს სამართალდამცავებმა მოპარული ნივთები ამოიღეს და პატრონს დაუბრუნეს. დაკავებული ციხეშია გადაყვანილი.