იტალიაში, პირველიდან ცხრა აპრილის ჩათვლით კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება
პირველიდან ცხრა აპრილის ჩათვლით იტალიის ქალაქ ვერონაში კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობას 14 ქართველი მოფარიკავე მიიღებს.
მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი მოფარიკავეების გამოსვლის განრიგი:
4 აპრილი, ოთხშაბათი
10:30 ხმალი. იუნიორები გოგონები: ლიკა ჯიჯეიშვილი, მარიამ აფციაური, ანა აფრასიძე, ნინი ნიქაბაძე. 11:45 ხმალი. იუნიორები ბიჭები: ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია, ნიკოლოზ ჭეიშვილი, გოგა კაკაურიძე.
5 აპრილი, ხუთშაბათი
10:30 ხმალი. კადეტები გოგონები: ნინი ნიქაბაძე, თამარ ჩარკვიანი.
11:45 ხმალი. კადეტები ბიჭები: ვახტანგ არჩვაძე, ლუკა ლომინაძე, გიორგი მერკვილაძე.
6 აპრილი, პარასკევი
10:30 ხმალი – გუნდური. იუნიორები გოგონები. საქართველოს ნაკრები (ლიკა ჯიჯეიშვილი, მარიამ აფციაური, ანა აფრასიძე, ნინი ნიქაბაძე) 12:30 ხმალი- გუნდური. იუნიორები ბიჭები. საქართველოს ნაკრები (ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია, ნიკოლოზ ჭეიშვილი, გოგა კაკაურიძე)
7 აპრილი, შაბათი
10:30 რაპირა. იუნიორები გოგონები: მარიამ ცუხიშვილი. 12:40 რაპირა. იუნიორები ბიჭები: ლაშა გალუაშვილი.