იტალიაში მიგრანტების ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიელმა მესაზღვრეებმა მიგრანტების ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ნავი, რომელშიც 9 არალეგალი იმყოფებოდა, სალენტოს სანაპიროსთან შეამჩნიეს. მესაზღვრეების ინფორმაციით, მიგრანტებს შორის ორი ქალი და ერთი ბავშვი იყო. სასაზღვრო დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ნავი ღამით შენიშნეს და დაედევნენ.
სანაპიროზე გადასვლის შემდეგ, მიგრანტები ნაწილი დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს. დაკავებულია მიგრანტების ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი, რომელიც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. ის სასამართლოს წინაშე წარდგება.