იტალიაში მცხოვრები ეგვიპტელი ქალი მილანში ტერაქტის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულეს
იტალიაში მცხოვრები ეგვიპტელი ქალი მილანში ტერაქტის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულეს და ქვეყნიდან გააძევეს. ინფორმაციას იტალიური გამოცემა Repubblica ავრცელებს.
როგორც Repubblica წერს, სამართალდამცავებმა დაადასტურეს, რომ 22 წლის ქალი მესენჯერ Telegram-ის საშუალებით „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს ეკონტაქტებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ექსტრემისტებს „კონფლიქტურ რეგიონში“ ჩასვლაში დახმარებას სთხოვდა. თუმცა, ეს ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც ქალმა გადაწყვიტა ტერაქტი იტალიაში მოეწყო.
ახალგაზრდა ქალის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, რის შემდეგაც მან აღიარა, რომ თურქეთში ჩასვლას და შემდეგ სირიაში გამგზავრებას აპირებდა.