იტალიაში მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაციის დროს 334 ადამიანი დააკავეს
იტალიაში მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაციის დროს 334 ადამიანი დააკავეს

იტალიაში, მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის დროს 334 ადამიანი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაფიოზური ორგანიზაცია „ნდრანგეტას“ წინააღმდეგ მასშტაბური რეიდები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ერთდროულად რამდენიმე პროვინციაში ჩატარდა.

როგორც ცნობილია, ოპერაციის წყალობით სამართალდამცველებმა ვიბო-ვალენტიის პროვინციაში მოქმედი მაფიოზური ორგანიზაციის დაშლა მოახერხეს.

იტალიასთან ერთად, დაკავებები განხორციელდა გერმანიაში, ბულგარეთსა და შვეიცარიაშიც. მასშტაბურ ოპერაციაში მონაწილეობა საერთო ჯამში სამი ათასმა სამართალდამცველმა მიიღო.

როგორც იტალიური მედია იუწყება, დაკავებულებს შორის არიან რეგიონებში მოღვაწე პოლიტიკოსები, მეწარმეები და ადვოკატები.