იტალიაში ლტოლვილთა თავშესაფრის კართან უცნობმა პირმა ღორის თავი დატოვა
იტალიის ქალაქ პორდენონეში სირიელი მიგრანტების თავშესაფრის კართან უცნობმა პირმა ღორის მოჭრილი თავი და ნაწლავები დატოვეს. ინფორმაციას იტალიის საინფორმაციო სააგენტო Ansa ავრცელებს.
თავშესაფარში მყოფი ლტოლვილები რამადანის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. რამდენიმე მათგანმა შენობის წინ, ჯოხზე დამაგრებული ღორის თავი შენიშნა და პოლიცია გამოიძახა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმე რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის მუხლით აღიძრა.