იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 3 738 შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 3 738 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 3 738 შემთხვევა გამოვლინდა, 126 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 125 919 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით იტალია ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 4 210 000-ზე მეტი შემთხვევა.