იტალიაში კორონავირუსის 15 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 391 პაციენტი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსის 15 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 391 პაციენტი გარდაიცვალა

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 15 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 391 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-1“-ის 2 669 266 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 92 338 ადამიანი.