იტალიაში კორონავირუსის 1 273 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 65 ადამიანი
იტალიაში კორონავირუსის 1 273 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 65 ადამიანი

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1 273 შემთხვევა გამოვლინდა, 65 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 126 588 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით იტალია ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მერვე ადგილზეა.

იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის სულ 4,23 მილიონი შემთხვევა.