იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე ვერც ერთმა კანდიდატმა შეძლო გამარჯვება, – იტყობინება სააგენტო Reuters. ამ პოსტზე პრეტენზიას აცხადებდნენ სერია C-ს პრეზიდენტი გაბრიელ გრავინი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კოზიმო სიბილია და იტალიელ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი, ყოფილი ფეხბურთელი დამიანო ტომაზი.
სამივე კანდიდატმა შეძლო ჯერ მეორე, შემდეგ კი მესამე ტურში გადასვლა. მესამე ტურის შედეგების მიხედვით, ბრძოლას გამოეთიშა ტომაზი. ამის შემდეგ, არჩევნებში მონაწილე ფეხბურთელებმა განაცხადეს, რომ გააფუჭებდნენ საკუთარ ბიულეტენებს.
ახლა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შეიძლება იტალიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა დანიშნოს.
წინა პრეზიდენტმა, 74 წლის კარლო ტავეკიომ პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები ვერ მოხვდა.