იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 660 შემთხვევა გამოვლინდა, 499 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 660 შემთხვევა გამოვლინდა, 499 ინფიცირებული კი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 499 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით სულ 89 344 პაციენტი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით ის ევროპაში მეორე, ხოლო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა.

ამასთან, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 9 660 შემთხვევა გამოვლინდა. სულ იტალიაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 2,57 მილიონი შემთხვევა.