იტალიაში ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოსა და ბულგარეთის მოქალაქეები დააკავეს
იტალიის ქალაქ ბარიში, ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს და ბულგარეთის მოქალაქეები დააკავეს.
მანამდე, პოლიციამ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, რომ დაკავებულების ბინაში მოპარული ნივთები ინახებოდა.
სამართალდამცველების ადგილზე გამოჩენის დროს, ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა ნაქურდალი ნივთების აივნიდან გადაგდება სცადა. მათ შორის იყო სამკაული და ძვირფასი საათები.
ჩხრეკის შედეგად, სახლში აღმოჩენილია 100 ათასი ევროს ღირებულების მოპარული ნივთები და 2000 ევრო ნაღდი ფული.
პოლიციამ უკვე დაადგინა ბინები, საიდანაც ნივთებია მოპარული. მათი ნაწილი მეპატრონეებს დაუბრუნეს.
30 წლის ბულგარეთი და 40 წლის საქართველოს მოქალაქე პატიმრობაში რჩებიან.