იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც იტალიამ კანადა ანგარიშით 48:7 დაამარცხა და B ჯგუფში 10 ქულით ლიდერობს.
მატჩმა მთლიანად ევროპელთა უპირატესობით ჩაიარა და მათი გამარჯვება წუთითაც არ გამხდარა საეჭვო: ჩრდილოამერიკელებმა პირველი ქულების მოპოვება მხოლოდ 70-ე წუთზე მოახერხეს, როდესაც იტალია უკვე ანგარიშით 36:0 იგებდა.
მომდევნო თამაში ორივე გუნდს სამხრეთ აფრიკასთან აქვს. კანადა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს 28 სექტემბერს დაუპირისპირდება, იტალია კი 4 ოქტომბერს.