იტალია უკრაინას საფეხბურთო ჩემპიონატის გაგრძელებას საკუთარ ტერიტორიაზე სთავაზობს #1TVSPORT
იტალია მზად არის უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილი საკუთარ სტადიონებზე ჩაატაროს. ამის შესახებ განაცხადა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ.
„ფედერაცია მზად არის მიიღოს უკრაინის ჩემპიონატი. ეს ლტოლვილთა დახმარების პროგრამის ერთგვარი გაგრძელება იქნება. ჩვენ სხვა ინიციატივებზეც ვმუშაობთ“, – განაცხადა გრავინამ გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.
უკრაინის ჩემპიონატი 24 თებერვალს რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ შეაჩერეს.