უკრაინის ჩემპიონატის მატჩები, შესაძლოა, იტალიაში ჩატარდეს #1TVSPORT
უკრაინის ჩემპიონატის მატჩები, შესაძლოა, იტალიაში ჩატარდეს #1TVSPORT

გაბრიელე გრავინა მზადაა, უკრაინელებს რეგულარული ჩემპიონატის გამართვაში დაეხმაროს. ამის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კომენტარი ცნობილ ჟურნალისტთან, ჯანლუკა დი მარციოსთან გააკეთა.

„ჩვენ მზად ვართ მივიღოთ უკრაინელი ლტოლვილები და ჩავატაროთ მატჩები. მე განვიცდი უკრაინის ამბავს, ისევე როგორც ყველა ადამიანი, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანების სიცოცხლე და ღირსება. ფეხბურთი აჩვენებს ერთიანობას, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ეს სპორტი ძლიერი სოციალური აგრეგაციის ფენომენია. ჩვენ ვართ ერთიანი და თანმიმდევრული, რადგან ჩვენ ვყვირით – არა ომს“, – ციტირებს გრავინას სიტყვებს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

პუტინის რეჟიმის უკრაინაზე აგრესიას მთელი ცივილიზებული სამყარო წინ აღუდგა და მხარს უჭერს უკრაინელს ხალხს.