იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ეჭვობს, რომ კლუბებს არ სურთ ჩემპიონატის განახლება
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ეჭვობს, რომ კლუბებს არ სურთ ჩემპიონატის განახლება

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გაბრიელე გრავინას მიაჩნია, რომ სერია A-ს ზოგიერთ კლუბს სეზონის ნაადრევად დასრულება სურს, რათა ფული დაზოგოს ფეხბურთელებისა და პერსონალის ხელფასზე.

„ჩვენ ვართ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია, ამიტომაც, ბუნებრივია, გვინდა საფეხბურთო მატჩების განახლება. სინანულით მინდა აღვნიშნო, რომ საფეხბურთო სამყაროში ზოგიერთები აკეთებენ ყველაფერს, რომ სეზონი გააჩერონ. სავარაუდოდ, მათ სურთ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თავიდან აიცილებენ ხელფასების გადახდას.

ეს არის აღვირახსნილი თამაში საფეხბურთო კლუბების მხრიდან, რომლებსაც თამაშგარეთ დარჩენა სურთ იმისთვის, რომ ფინანსური ზარალი შეარბილონ. ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელო.

ვიცი, ბევრ იტალიელს მიაჩნია, რომ არ უნდა გავაგრძელოთ თამაში და მესმის, რომ ნაღვლიანი იქნება ცარიელი ტრიბუნების ხილვა, მაგრამ თუ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას რესტარტი სურს, ჩვენ არ უნდა შევაფერხოთ მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი“, – განაცხადა გრავინამ.

დატოვე კომენტარი