იტალია შეიძლება მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდეს, თუ ფიფა ირანს გარიცხავს #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა), შესაძლოა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მონაწილეთა სიიდან გარიცხოს ირანი. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Republicworld.
ირანმა შეიძლება დისკვალიფიკაცია მიიღოს ინციდენტის გამო, რომელიც 29 მარტს ირანისა და ლიბანის საკვალიფიკაციო მატჩის დროს მოხდა. ირანულმა მხარემ, როგორც შეხვედრის ორგანიზატორმა, სტადიონზე არ შეუშვა 2000 ქალი, რომლებსაც ბილეთები ჰქონდათ შეძენილი. 2019 წელს, ფიფა-მ უკვე გააფრთხილა ირანის ფებურთის ფედერაცია იმის შესახებ, რომ სანქციას დაადებს ორგანიზაციას, თუ ქალები ვერ შეძლებენ საფეხბურთო მატჩებზე დასწრებას.
აღნიშნავენ, რომ არსებობს თეორიული ალბათობა იმისა, რომ ირანის ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიკავოს ქვეყანამ, რომელსაც ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს მათ შორის, რომლებიც ყატარში ვერ მოხვდნენ. ეს არის იტალიის ნაკრები, თუმცა ასეთი სცენარი ნაკლებად მოსალოდნელია, – წერს Sky Sports Italia.