„ისთერნ ფრომოუშენმა” ჯაზფესტივალის წლის გეგმა წარადგინა.
წელს პირველად, საერთაშორისო ფესტივალი თბილისში, ბათუმში, კახეთსა და რუსთავში ჩატარდება.
რიგით 21-ე თბილისის ჯაზფესტივალი ოქტომბრის ნაცვლად აპრილში ჩატარდება და კონცერტები 28-30 აპრილის ჩათვლით გაიმართება.
თბილისის ჯაზფესტივალზე გაიმართება Miles Elecrric Band-ის , ამერიკული ჯაზ ტრიო Bad Plus-ისა და აკაპელას ჟანრში მოღვაწე ამერიკული ჯგუფის Natural 7-ის კონცერტები.
შავი ზღვის ჯაზფესტივალი 19-22 ივლისს ჩატარდება. ფესტივალის მთავარი ჰედლაინერი როკის ლეგენდა რობერტ პლანტი იქნება. იგი მსმენელის წინაშე ფესტივალის პირველ დღეს, „ბლექ სი არენას“ სცენაზე წარდგება. ბათუმის ჩოგბურთის კლუბი კი Trombone Sgorty-ს , რობერტ გლასპერის, ტეილორ მაქფერნის, ქრისტიან სკოტისა და ტერაე მარტინის კონცერტებს უმასპინძლებს. შავი ზღვის ჯაზფესტივალი Check In Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.
21 -23 სექტემბრის ფარგლებში მეორედ ჩატარდება წელს ფესტივალი Jazz and Wine Kakheti, სადაც კონცერტებთან ერთად დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული ღონისძიებები. ეს ფესტივალიც Check In Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება.
პირველ სექტემბერს რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკში ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Chemical Brothers-ის კონცერტი გაიმართება. ბილეთების გაყიდვა 21 აპრილიდან დაიწყება.