ისრაელზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ აიღეს
ისრაელზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ აიღეს.
ორგანიზაციის სამხედრო სპიკერის, იაჰია სარეას განცხადებით, იემენიდან ისრაელის ქალაქ თელ ავივის მიმართულებით ჰიპერბგერითი რაკეტა ისროლეს, რისი დაჭერაც ისრაელისა და აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვერ შეძლეს. იემენური ორგანიზაციის მტკიცებით, ჰიპერბგერითი რაკეტის განეიტრალება 20 რაკეტით სცადეს.
„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ისრაელი უნდა ელოდოს მეტ თავდასხმას, მათ შორის, იემენის საპორტო ქალაქ ჰოდეიდას დაბომბვის გამო.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რაკეტა დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რაკეტის ჩამოვარდნის ადგილას ხანძარი გაჩნდა. სარაკეტო იერიშამდე საჰაერო განგაში ისმოდა თელ ავივსა და ცენტრალურ ისრაელში.