ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმასთან დაკავშირებით ევროკავშირი საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას გამართავს
ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმასთან დაკავშირებით 10 ოქტომბერს ევროკავშირი საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას გამართავს.
„ხვალ ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას, რათა განვიხილოთ სიტუაცია ისრაელსა და რეგიონში“, – აღნიშნავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმის შემდეგ ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს და კატეგორიულად გმობს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ ქმედებებს.