ისრაელის მთავრობა ტერორისტებისთვის სიკვდილით დასჯის შემოღების საკითხს განიხილავს. როგორც გამოცემა Haaretz-ი წერს, მმართველ კოალიციაში შემავალი ექვსი პარტიის ლიდერებმა შესაბამისი კანონპროექტი უკვე შეათანხმეს.
„კანონი უნდა იყოს ძალიან მარტივი და მკაფიო – ტერორისტს, რომელიც უდანაშაულო ხალხს კლავს, სიკვდილით დასჯა უნდა მიუსაჯონ“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის პარტიის „ჩვენი სახლი ისრაელი“ განცხადებაში.
ასამოქმედებლად საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა ოთხი მოსმენით უნდა დაამტკიცოს. როდის განიხილავენ პარლამენტარები კანონპროექტს, ჯერ უცნობია.