ისრაელში, თელ-ავივის ჩრდილოეთით სატვირთო ავტომობილი ავტობუსის გაჩერებას შეეჯახა, დაშავდა ათობით ადამიანი
ისრაელში, თელ-ავივის ჩრდილოეთით სატვირთო მანქანა ავტობუსის გაჩერებას შეეჯახა, დაშავდა ათობით ადამიანი. პოლიციის აზრით, ეს იყო განზრახ თავდასხმა. მედიის ცნობით, მძღოლი შემთხვევის ადგილზე მოკლეს.
ინციდენტის შემდეგ 35 დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს. Times of Israel-ის ცნობით, შემთხვევა გლილოტის ბაზასთან მოხდა. ეს არის ისრაელის თავდაცვის არმიის საწვრთნელი ბაზა.
დაშავებულებიდან ექვსი მძიმე მდგომარეობაშია, ხუთს საშუალო სიმძიმის ტრავმები აღენიშნება.
ისრაელის მედიის ცნობით, დაზარალებულთა უმეტესობა ხანდაზმული ადამიანები არიან, რომლებიც ავტობუსიდან ჩამოვიდნენ ახლომდებარე მუზეუმის მოსანახულებლად.
როგორც Times of Israel-ი წერს, პოლიცია ეჭვობს, რომ მომხდარი ტერორისტული აქტი იყო. პოლიციის ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს.