ისრაელში, სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა ორი მამაკაცი დაჭრა, ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა
ისრაელის ჩრდილოეთში, სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებულმა პირმა ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.
თავდამსხმელი სამართალდამცველმა მოკლა. პოლიცია ინციდენტს ტერორისტულ აქტად განიხილავს.