ისრაელში, თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა.
სკოლებს უბრუნდებიან პირველი, მეორე და მესამე კლასის, ასევე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, ფინალური გამოცდები ჩააბარონ.
ისრაელში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები მარტში დაწესდა, ახლა კი ეტაპობრივად იხსნება.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსის 16 194 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 230 პაციენტი.