ისრაელში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მორიგი მასშტაბური აქცია გაიმართა
ისრაელში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მორიგი მასშტაბური აქცია გაიმართა

ისრაელის ათეულობით ათასმა მოქალაქემ ქვეყნის მთავრობის სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მორიგი მასშტაბური აქცია გამართა.

დემონსტრანტებმა თელ ავივის მთავარ გზატკეცილზე მსვლელობა მოაწყვეს და საავტომობილო მოძრაობა შეაჩერეს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პოლიციამ აქციის მონაწილეები დაშალა და გზა გახსნა.

სასამართლო რეფორმის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ცვლილებები პოლიტიკოსებს უფრო დიდ ძალაუფლებას მისცემს მოსამართლეთა შერჩევაზე, ასევე შეზღუდავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას, გააუქმოს კანონმდებლობა. ზეწოლის შედეგად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დათანხმდა, გადაედო რეფორმა და ოპოზიციასთან მოლაპარაკების პირობა დადო.

მედიის ცნობით, მმართველმა კოალიციამ გადადო ორი ახალი წევრის შერჩევა კომიტეტში, რომელიც მოსამართლეებს ნიშნავს, რამაც ოპოზიციური პარტიების აღშფოთება გამოიწვია. ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება, საფრთხე შეუქმნას მოლაპარაკებებს შემოთავაზებულ სასამართლო ცვლილებებთან დაკავშირებით. ისრაელის პრეზიდენტი კოალიციასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს შუამავლობდა, თუმცა მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოა.