ისრაელში სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციამ დაარბია
ისრაელში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბურ აქციაზე გამოსული მოქალაქეები პოლიციამ დაარბია და აქციის, სულ მცირე, 11 მონაწილე დააკავა, რომლებიც მთავარი გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.
თელ-ავივში გამართულ დემონსტრაციაში ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა. რეფორმის მოწინააღმდეგეთა თქმით, ხელისუფლების გეგმა ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობას, ქვეყნის დემოკრატიულობას და აძლიერებს მთავრობის უფლებამოსილებას.
ქნესეთმა კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭი 21 თებერვალს უყარა.
ქვეყანაში საპროტესტო აქციები უკვე რვა კვირაა იმართება.