ისრაელში საპროტესტო აქციები გრძელდება, ამჯერად ათასობით მომიტინგე ისრაელის იუსტიციის მინისტრის სახლთან შეიკრიბა
ისრაელში საპროტესტო აქციები გრძელდება, ამჯერად, ათასობით მომიტინგე ისრაელის იუსტიციის მინისტრის სახლის წინ შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს იუსტიციის მინისტრის, იარივ ლევინის მანქანამდე მისასვლელი გზა, რომელიც სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია.
პოლიციამ განაცხადა, რომ აქციაზე ექვსი ადამიანი დააკავეს.
სამშაბათს, უზენაესი სასამართლოს 15-კაციანი ჯგუფი ისრაელის ისტორიაში პირველად შეიკრიბება, რათა განიხილოს საჩივარი კოალიციის მიერ ივლისში მიღებული სასამართლო რეფორმის შესწორების წინააღმდეგ.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სასამართლო ცვლილებები გამიზნულია უზენაესი სასამართლოს დასაბალანსებლად.
უახლესი კანონმდებლობა, ცვლილება ისრაელის ერთ-ერთ ძირითად კანონში ხსნის სასამართლოს უფლებამოსილებას, გააუქმოს მთავრობის გადაწყვეტილებები ან დანიშვნები „არაგონივრულობის“ საფუძველზე. სასამართლო რეფორმამ გამოიწვია ყოველკვირეული პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომხრეები ამბობენ, რომ სასამართლო რეფორმა აღადგენს ბალანსს ხელისუფლების შტოებში. კრიტიკოსების თქმით, რეფორმა აუქმებს სასიცოცხლო მნიშვნელობის შემოწმებებს მთავრობის უფლებამოსილებებზე.