ისრაელში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. თელ ავივში დემონსტრანტებმა ქვეყნის მთავრობისგან მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გაფორმება მოითხოვეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, „ჰამასთან“ შეთანხმების ჩაშლამ, შესაძლოა, რეგიონში ვითარების ესკალაცია გამოიწვიოს.
დოჰაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ისრაელის მოლაპარაკების გუნდმა გამოთქვა „ფრთხილი ოპტიმიზმი“ შეთანხმების პროცესში წინსვლის შესაძლებლობის შესახებ.
„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელმა დაამატა პირობები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებში, რასაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მცდელობების შეფერხებისთვის იყენებს.