ისრაელში, მესამე დღეა, მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით აქცია იმართება
ისრაელში, მესამე დღეა, მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.
ათასობით დემონსტრანტმა თელ ავივის მთავარ მაგისტრალებზე მოძრაობა შეაფერხა. აქციის ორგანიზატორების თქმით, პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა.
მომიტინგეები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ჩაშლაში ადანაშაულებენ.
საპროტესტო გამოსვლები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაფაჰში, „ჰამასის“ გვირაბში ექვსი მძევლის ცხედარი იპოვეს.
ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო მოწოდებები ღაზის სამხრეთ საზღვარზე, ეგვიპტესთან მდებარე ე.წ. ფილადელფიის კორიდორიდან ჯარების გაყვანაზე, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობად განიხილებოდა.