ისრაელში მე-200 სატვირთო თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლითაც ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა ჩაიტანეს
ისრაელში მე-200 სატვირთო თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლითაც ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა ჩაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-მა ისრაელში 10 000 ტონა სამხედრო აღჭურვილობა გააგზავნა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებისთვისაა განკუთვნილი, მათ შორისაა დაჯავშნული მანქანები, იარაღი, ჯარისკაცების დამცავი აღჭურვილობა, მედიკამენტები და ამუნიცია.
ცნობისთვის, აშშ ისრაელის უმსხვილესი სამხედრო მხარდამჭერია, რომელიც ყოველწლიურად ისრაელს 3,8 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარებას უგზავნის.