თელ ავივში, იაფაში გუშინ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო.
როგორც დაჯგუფებაში აცხადებენ, ორივე ტერორისტი მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმუნი, „ჰამასის“ წევრები იყვნენ.
იაფაში, რკინიგზის სადგურთან სროლის შედეგად შვიდი ადამიანი, მათ შორის, საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა. დაშავდა 16 პირი. სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის შემსრულებელი ორივე ტერორისტი განეიტრალებულია.