ისრაელში დაგეგმილი სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგე ათობით ათასმა ადამიანმა იერუსალიმამდე მსვლელობა გამართა
ისრაელში დაგეგმილი სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგე ათობით ათასმა ადამიანმა იერუსალიმამდე მსვლელობა გამართა

ისრაელში დაგეგმილი სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგე ათობით ათასმა ადამიანმა იერუსალიმამდე მსვლელობა გამართა. ისინი იერუსალიმში პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ სასამართლო რეფორმის გაუქმების მოთხოვით.

დემონსტრანტები იერუსალიმისკენ მსვლელობას რამდენიმე დღეა, მართავენ. როგორც მედია წერს, სიცხის მიუხედავად, მათი რაოდენობა იზრდებოდა ქალაქთან მიახლოებასთან ერთად.

მოსალოდნელია, რომ კვირას ქნესეთში დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით დებატები გაიმართება, რის შემდეგაც კენჭს უყრიან კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას, გააუქმოს მის მიერ „არაგონივრულად“ მიჩნეული მთავრობის გადაწყვეტილებები.

რეფორმის წინააღმდეგ დემონსტრაციები გაიმართა ისრაელის სხვა ქალაქებშიც. არსებული ცნობებით, თელ ავივში აქციაზე ასი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.

დემონსტრატები სადავო სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს იანვრიდან მართავენ.