ისრაელში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1883 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ისრაელში „კოვიდ-19“-ის 53 559 მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსით გარდაცვლილია 424 ადამიანი.
დღეის მდგომარეობით, ქვეყნის საავადმყოფოებში 30 488 პაციენტი მკურნალობს. მათგან 256-ის მდგომარეობა მძიმეა. 77 ინფიცირებული მართვით სუნთქვაზეა.