ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა
ისრაელში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები არჩევნებამდე სამი დღით ადრე ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველობის დასრულებას ითხოვდნენ.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, პრემიერის რეზიდენციასთან გამართული აქცია, გასულ წელს გამართულ აქციასთან შედარებით ბევრად მასშტაბური იყო.
23 მარტს ისრაელში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ეს ბოლო ორ წელიწადში ქვეყანაში ჩატარებული რიგით მეოთხე არჩევნებია.