ისრაელში, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან მძევალთა ოჯახის წევრები, მეორე დღეა, აქციას მართავენ
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია დღესაც გაგრძელდა. 20 ივნისს რეზიდენციასთან „ჰამასის“ მძევლების ოჯახების წვერები შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად შეთანხმებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა მთავრობა „ჰამასთან“ ომის დარეგულირების უუნარობისა და „ჰეზბოლასთან“ დაძაბულობის გამოც გააკრიტიკეს.
როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, შეკრებილებს ისეთი მთავრობა სურთ, რომელიც „ხალხისთვის მუშაობს და მძევლების დაბრუნებას ცდილობს“.