ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ აქციები გრძელდება
ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ აქციები გრძელდება

ისრაელში ათობით ათასი დემონსტრანტი გავიდა ქუჩაში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალი მთავრობის სასამართლო რეფორმის გეგმების გასაპროტესტებლად. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

დემონსტრაციები გაიმართა ისრაელის უმსხვილეს ქალაქებში, მათ შორის თელ-ავივში, ხაიფასა და იერუსალიმში.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სასამართლო რეფორმა მოსამართლეების დანიშვნაზე პოლიტიკურ კონტროლს ამკაცრებს და ასევე ზღუდავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას, გააუქმოს მთავრობისა და ქნესეთის გადაწყვეტილებები, რაც, დემონსტრანტების მტკიცებით, დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. თავის მხრივ, მთავრობა აცხადებს, რომ რეფორმა საჭიროა მოსამართლეების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესაზღუდად.

ქალაქ ხაიფაში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ დემონსტრაციას შეუერთდა ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი, რომელიც გასული წლის აპრილიდან არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.