ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ აქციები გრძელდება
ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ აქციები გრძელდება

ისრაელის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ დაანონსებული სადავო სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ, აღნიშნული რეფორმის გატარების შემთხვევაში, ქვეყნის დემოკრატიას საფრთხე ემუქრება.

რეფორმა მოსამართლეების დანიშვნაზე პოლიტიკური კონტროლის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ზღუდავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას მთავრობის ან ქნესეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებისას.

აქციები ქვეყანაში უკვე მეოთხე კვირაა, მიმდინარეობს.