თელ-ავივში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით 20 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, თანამდებობა დატოვოს.
როგორც ცნობილია, ნეთანიაჰუ რამდენიმე საქმეში ფიგურირებს. ერთ-ერთი მის ბიზნესმენებისგან მიღებულ ძვირადღირებულ საჩუქრებს ეხება, მეორე კი ერთ-ერთი გავლენიანი გაზეთის რედაქციასთან „ფარულ გარიგების მცდელობას“ უკავშირდება.
დემოსნტრაციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ მომავალ კვირას პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი კანონს, რომელიც ნეთანიაჰუს საქმეების გამოძიების დეტალების გასაჯაროებას აკრძალავს. მათი თქმით, ეს დაუშვებელია. ნეთანიაჰუ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქემეზე რამდენჯერმე დაჰკითხეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება პოლიტიკურად არის მოტივირებული.