ისრაელში ათი ათასობით ადამიანმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა მთავრობის მიერ ინიცირებული მართლმსაჯულების რეფორმა
ისრაელში ათი ათასობით ადამიანმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა მთავრობის მიერ ინიცირებული მართლმსაჯულების რეფორმა

ისრაელში ათი ათასობით ადამიანმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა მთავრობის მიერ ინიცირებული მართლმსაჯულების რეფორმა. აქციის მონაწილეები თელ ავივის ქუჩებში გამოვიდნენ და ხელისუფლებას რეფორმის შეჩერება მოსთხოვეს.

საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას, რაც, აქციის მონაწილეთა თქმით, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.

თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ამტკიცებს, რომ რეფორმა აუცილებელია ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსის აღსადგენად, რომელიც ამ დრომდე დარღვეული იყო.