ისრაელში აშშ-ის საელჩოს ცნობით, დღეს რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი გაიხსნება
ისრაელში აშშ-ის საელჩოს ცნობით, დღეს რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი გაიხსნება

დღეს 10 საათიდან რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი გაიხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი“ იერუსალიმში ამერიკის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

რაჰაფის სასაზღვრო გადასასვლელი ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს აკავშირებს.

„საზღვარი თუ გაიხსნება, არ ვიცით რამდენ ხანს დარჩება ღია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.

საელჩო მოქალაქეებს სასაზღვრო პუნქტზე შესაძლო ქაოტური მდგომარეობის შესახებ აფრთხილებს.