ისრაელში ანტისამთავრობო აქციაზე პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი
ისრაელში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. თელ ავივში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.
მომიტინგეებმა ქალაქის გზატკეცილები გადაკეტეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა მთავრობის შეცვლა და მძევლების გათავისუფლებაა.
მედიის ცნობით, აქციაზე თელ ავივში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.
აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.