ისრაელის უნივერსიტეტმა ალბერტ აინშტაინის ხელნაწერთა ამ დრომდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი კოლექცია გამოაქვეყნა. 110 გვერდის მოცულობის ჩანაწერები 1944-1948 წლებშია გაკეთებული და მათემატიკურ ფორმულებსა და თეორიებს მოიცავს, რომელიც მეცნიერმა პრუსიის მეცნიერებათა აკადემიას 1930 წელს წარუდგინა.
ისრაელის უნივერსიტეტის განცხადებით, სადაც ალბერტ აინშტაინის კუთვნილი 80 ათასამდე ნივთი და ჩანაწერი ინახება, მათ ეს ხელნაწერები ჩიკაგოს ფონდისგან დონაციის სახით მიიღეს.