ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი - „წერილი ღმერთზე“ კრისტის აუქციონზე 2,9 მილიონ დოლარად გაიყიდა
ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი - „წერილი ღმერთზე“ კრისტის აუქციონზე 2,9 მილიონ დოლარად გაიყიდა

ალბერტ აინშტაინის „წერილი ღმერთზე“ კრისტის აუქციონზე 2,9 მილიონ დოლარად გაიყიდა. BBC-ის ცნობით, ნობელიანტი ფიზიკოსის ორგვერდიან ხელნაწერში რელიგიის კონცეფციაზეა საუბარი.

წერილი 1954 წელს არის დაწერილი და მისი ადრესატი გერმანელი ფილოსოფოსი, ერიკ გუტკინდია.

აინშტაინს წერილში ფილოსოფოსის ერთ-ერთი ნამუშევარი აქვს განხილული. ნობელიანტმა მეცნიერმა „წერილი ღმერთზე“ 74 წლის ასაკში, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დაწერა.

„სიტყვა ღმერთი ჩემთვის სხვა არაფერს ნიშნავს, გარდა ადამიანის სისუსტისა. ბიბლია საპატიო, თუმცა მაინც პრიმიტიული ლეგენდების კოლექციაა“, – ვკითხულობთ ალბერტ აინშტაინის გერმანულ ენაზე დაწერილ წერილში.

კრისტის აუქციონის სახლის ცნობით, ორგვერდიანი დოკუმენტი რელიგიასა და მეცნიერებას შორის არსებული დებატების საუკეთესო მაგალითია.

დატოვე კომენტარი