სულ მცირე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა აფეთქებას ისრაელის სანაპირო ქალაქ ჯაფაში, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი თქმით, აფეთქება თელავივის სამხრეთით, საღებავების მაღაზიაში მოხდა, რამაც შენობის ჩამონგრევა გამოიწვია.
სამართალდამცავების ცნობით, გარდაცვლილებს მაშველებმა ნანგრევებში მიაგნეს, ხოლო მომხდარი, პირველადი ვერსიით, უბედურ შემთხვევად კვალიფიცირდება და კრიმინალის, ან ტერორიზმის ნიშნები არ ჩანს.
აფეთქების შედეგად, რამდენიმე ადამიანია დაშავებული, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს.