ისრაელში აცხადებენ, რომ ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტმა რაფაჰში „სამხედრო ოპერაციებისთვის ტერიტორიის გაფართოებას“ დაუჭირა მხარი
ისრაელში აცხადებენ, რომ ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტმა რაფაჰში „სამხედრო ოპერაციებისთვის ტერიტორიის გაფართოებას“ დაუჭირა მხარი

ისრაელის ოფიციალური პირის ცნობით, ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტმა რაფაჰში „სამხედრო ოპერაციებისთვის ტერიტორიის გაფართოებას“ დაუჭირა მხარი.

გადაწყვეტილება ისრაელის სამხედრო კაბინეტს უფლებამოსილებას ანიჭებს, მიიღოს სამხედრო გადაწყვეტილებები უსაფრთხოების კაბინეტთან კონსულტაციის გარეშე.

როგორც „სიენენი“ წერს, გადაწყვეტილება ისრაელის სამხედრო ოპერაციების გარდაუვალ გაფართოებას არ ნიშნავს.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეწყვეტს ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას, თუ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ რაფაჰში შეჭრის ბრძანებას გასცემს.