ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე ჰაშენ საფიედინი ბეირუთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას დაიღუპა
ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე ჰაშენ საფიედინი ბეირუთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას დაიღუპა

ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე ჰაშენ საფიედინი ბეირუთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საფიედინი ისრაელის მიერ ბეირუთის სამხრეთით მდებარე გარეუბანზე განხორციელებული ძლიერი საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ამასთან, ლიბანში აცხადებენ, რომ ჰაშემ საფიედინი ორი დღეა კონტაქტზე არ გამოსულა.

ჰაშენ საფიედინთან დაკავშირებით „ჰეზბოლას“ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.